პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო!!! 11-29 მაისი
სსიპ - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯი აცხადებს საგაზაფხულო მიღებას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
„სპორტის ინსტრუქტორი“ - ქ. თბილისი, ე. ნინოშვილის 55
„სპორტის ინსტრუქტორი“ - ქუთაისი, ბ.გაპონოვის 11
პროგრამებზე რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად - 11 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, სპეციალურ პორტალზე:
https://vet.ge/
პროფესიულ განათლების პორტალზე რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია:
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაციის ვიდეო ინსტრუქცია:
სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
სპორტული ტური!
თუ გეგმავ “სპორტის ინსტრუქტორის” პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლას, გაითვალისწინე:
1. უნდა გაიარო რეგისტრაცია პროფესიული განათლების პორტალზე
www.vet.ge
2. აირჩიო ,,სპორტის ინსტრუქტორის" პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
3. გაიარო რეგისტრაცია კოლეჯში სპორტულ ტურზე და წარადგინო საჭირო დოკუმენტაცია:
პირადობის მოწმობის ასლი
ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100)
1 ფოტო სურათი (ზომა 3X4)
სპორტულ ტურში მონაწილეობის საფასურის (50 ლარი) გადახდის ქვითარი
ჩარიცხვა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან, სწრაფი გადახდის აპარატიდან ან მობაილ ბანკიდან.დანიშნულებაში მიუთითეთ: სპორტული ტური, აპლიკანტის პირადი ნომერი, სახელ და გვარი.
სპორტულ ტურზე რეგისტრაციის ვადები:
30 მაისიდან - 10 ივნისის ჩათვლით პერიოდი
(შაბათ -კვირისა და ოფიციალური უქმე დღეების გარდა)
სამუშაო დრო: 11:00 - 17:00
შესვენება: 13:00 - 14:00
მისამართი:
ქ. თბილისი, ე. ნინოშვილის ქ. N 55; მე-3 სართული, ოთახი N 311
ქ. ქუთაისი, ბ. გაპონოვის ქ. N 11; მე-3 სართული, ოთახი № 308
სპორტული ტური გაიმართება 2026 წლის 11-12 ივნისს
ქ. თბილისი - ი. ჭავჭავაძის გამზ. 49 (ვაკის სტადიონი)
ქ. ქუთაისი - თამარ ნეფის ქ. 100
სპორტის კოლეჯში სწავლა დაიწყება 2026 წლის 14 სექტემბერს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 577 466 033 (თბილისი) 598 375 451 (ქუთაისი)
ელ.ფოსტა: sportgeocollege@gmail.com
სპორტის კოლეჯი გისურვებთ წარმატებებს!